49 Zurab Kvlividze St, Tbilisi, Georgia
ტელეფონის ნომერი :[00995] 514400066
search

შენობის ინტერიერის დიზაინი და შესრულება

Interior

შენობის ინტერიერის დიზაინი და შესრულება

ერთერთი მიზეზი თუ რატომ არის შენობათა ინტერიერის დიზაინი ასეთი პოპულარული საქართველოში, არის უძრავი ქონებით ვაჭრობა.

საქართველოში შენობებით ვაჭრობენ ოთხ რეჟიმში, რომელთაგან ორი აღწერილია ქვემოთ:

შავი ან შავი კარკასი : ამ შემთხვევაში შენობის მთლიანი ფასადი დასრულებულია, მაგრამ კარების გაღებისას თქვენ წააწყდებით ბეტონის კუბებს და ცარიელ სივრცეს კედლების გარეშე, რომელსავ ასევე აქვს წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გაყვანილობა.

თეთრი კარკასი: ერთადერთი მთავარი განსხვავება ამ მოდელსა და შავ კარკასს შორის ისაა, რომ ამ მოდელის შემთხვევაში კედლების ინტერიერი მთლიაად დასრულებულია, ელექტროობა და გაზი დამონტაჟებული. ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რატომ ხდება შენობების 90%ის გადაცემა მფლობელებისთვის სამშენებლო კომპანიების მიერ მსგავს მდგომარეობაში.

საქართველოში სახლის ყიდვის კულტურის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ სახლის ინტერიერის დიზაინს მყიდველი აკეთებს მისი გემოვნების შესაბამისად, ასევე, ამან გაცილებით გაუადვილა მუშაობა სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რადგან პროექტის ჩაბარება უფრო მოკლე დროში ხდება. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამშენებლო ინდუსტრიის ზრდის საქართველოში.

ერთი-ერთი საზრუნავი შავი და თეთრი კარკასის მყიდველებისთვის საქართველოში არის ის, თუ რა გააკეთონ მათ თავიანთი სახლების დასრულებისთვის და როგორ გააკეთონ საუკეთესო დიზაინი და რემონტი,რადგან იმისათვის, რომ სახლის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდეს, მფლობელმა უნდა დათმოს დიდი დრო და დახარჯოს უამრავი ფული. ასევე, მას შეუძლია იგივე საქმე შეასრულოს თვითონ, ან მისი მეთვალყურეობით, საბოლოოდ კი , შესაძლოა, მან მაინც ვერ მიაღწიოს იმ შედეგს, იმას, რაც სურდა. რა თქმა უნდა, საუკეთესო არჩევანი შავი და თეთრი კარკასის უძრავი ქონების მფლობელებისთვის, არის გადააბარონ ტექნიკური და სარემონტო სამუშაოები კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიას. რადგან, დასაწყისიდანვე მათ შეუძლიათ აკონტროლონ ხარჯები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოამზადონ სასურველი გეგმა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მათზე დაკისრებული ვალდებულებები. მსგავსი ქცევა დროის მოგების მხრივაც ეფექტურია.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩვენ მოვიძიეთ ბოლო ხუთი წლის მონაცემები, მათი, ვინც თავად გადაწყვიტა სახლის დიზაინისა და რემონტის მენეჯმენტირება, გარდა იმისა, რომ ამას მოანდომეს ორჯერ მეტი დრო, მათი ხარჯები საერთო ჯამში 60%-ით გაიზარდა. და დასრულების შემდეგ, არც კი მოეწონათ შედეგი. სისნო გრუპის ბიზნესის გაფართოების შემდეგ, ყოველდღიურად იზრდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი სახლის ინტერიერისა და დიზაინის სარემონტო სამუშაოებს გვანდობენ. და ეს ნდობა ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა და ჩამოგვეყალიბებინა პროფესიონალ დიზაინერებთა ჯგუფი. და მათი 12 წლიანი გამოცდილების დახმარებით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არქიტექტურულ ცენტრში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, შევქმენით დიზაინი. ამიტომ, ჩვენს საქმიანობას დაემატა შიდა დიზაინისა და რემონტის დეპარტამენტი, და ახლა წელიწადნახევარზე მეტი გავიდა ამ გუნდის საქართველოში საქმიანობიდან, ამ დრომდე ათობით პროექტის დასრულება მოხერხდა.

საქართველოში თქვენი შენობის ინტერიერის დიზაინისა და შესრულების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ქონების სამგანზომილებიანი დიზაინი რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში. დადასტურების შემდეგ, ასევე შინაგან მასალის შერჩევისას, რაც შეიძლება გაკეთდეს პირადად და ინტერნეტით, ნახოთ და აკონტროლოთ პროექტის მიმდინარეობის პროცესი ონლაინ და საბოლოოდ მიიღოთ საუკეთესო ხარისში შესრულებული სამუშაო უმოკლეს პერიოდში.ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო კონსულტაციით ჩვენს ექსპერთებთან თუკი გექნებათ ნებისმიერი კითხვა საქართველოში შენობათა ინტერიერთის დიზაინთან დაკავშირებით.

Filters
Sort
display